Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით მაღრაძე: გავუშვათ „ქართული ოცნება“ ისე, რომ არ დავაბრუნოთ ნაციონალური მოძრაობა


მოძრაობა „დაიცავი საქათველოს“ ლიდერის, პოეტ დავით მაღრაძის თქმით, მოძრაობის მიზანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება:

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა“.

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრება 13 აპრილს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები, მათ შორის ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ გია და ლევან გაჩეჩილაძეები, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG