Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: მე არ მოვსულვარ არსად გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად

„მე არ მოვსულვარ არსად გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც 13 აპრილს, ფილარმონიაში, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას ესწრებოდა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მან მოწვევა დავით მაღრაძისგან მიიღო და ფილარმონიაში სწორედ ამიტომ მივიდა.

„ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით და არა რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, „დაიცავი საქართველოს” პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაქმნის შემთხვევაში, ითანამშრომლებს თუ არა „შენების მოძრაობა“ მასთან, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თემატურად „შენების მოძრაობა“ ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატოს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველა. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და ადგილს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG