ყირგიზეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ომურბეკ ბაბანოვმა, რომელმაც ქვეყანა დატოვა სისხლის სამართლებრივი დევნის გამო, უარი თქვა დაბრუნების გეგმაზე.
ბაბანოვის თქმით, ის შიშობს, რომ „მესამე ძალა“ გამოიყენებს ბიშკეკში მის დაბრუნებს არეულობის წასაქეზებლად. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "აკიპრესი".
ბაბანოვმა მხარდამჭერებს მოუწოდა, გააუქმონ საპროტესტო აქციები.
უფრო ადრე მან ფეისბუკში დაწერა, რომ აღებული ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი მოსკოვიდან ბიშკეკში ჩასასვლელად და ყირგიზეთის დედაქალაქში ჩაფრინდებოდა 13 აპრილის დილას.
2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიზნესმენმა ბაბანოვმა მეორე ადგილი დაიკავა. ის ყირგიზეთიდან გაემგზავრა მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ეთნიკური სიძულვილის გაღვივების ბრალდებით.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაბანოვი ეჭვმიტანილია არეულობების ორგანიზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის მზადებაში.