Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ინტერტრანსი" გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა


კომპანია "ინტერტრანსი" 13 აპრილიდან გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად ,,მეტრომანის“ და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გახდა შესაძლებელი.

კომპანია "ინტერტრანსში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ" მიკროავტობუსში" დამონტაჟდა. სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტროტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

ამასთან, მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეუძლიათ. თუმც რადიო „თავისუფლებას“ რამდენიმე მგზავრი უკვე დაუკავშირდა, რომლებმაც თქვეს, რომ ზოგიერთმა მძღოლმა გადახდის ელექტრონულ აპარატს უკვე გააკრა წარწერა "არ მუშაობს".

"ინტერტრანსის" პრესსამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი და ყოველი დარღვევის ფაქტზე, თუ ასეთი გამოვლინდება, "კომპანიას შესაბამისი რეაგირება ექნება".

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.

ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა გადამზიდავ კომპანიას რუსთავის მერიასთან გაფორმებული ხელშკრულების საფუძველზე ევალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG