Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში ისევ შეიცვალა ლიდერი: სამხედრო საბჭოს სხვა გენერალი უხელმძღვანელებს


სუდანში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადაყენებიდან რამდენიმე დღეში ხელმძღვანელი შეიცვალა სამხედრო საბჭომ, რომელიც დროებით მართავს ქვეყანას.

სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად იბნ აუფმა გამოაცხადა, რომ სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს მის ნაცვლად დაიკავებს გენერალური შტაბის გენერალი აბდელ-ფატაჰ ალ-ბურხანი.

თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, არ დაშლილან და ახლა მოითხოვენ სამხედროების მიერ ძალაუფლების სამოქალაქო მთავრობისათვის, რაც შეიძლება, მალე გადაცემას

სამხედროებს გამოცხადებული აქვთ, რომ აპირებენ, ორი წელი მართონ ქვეყანა, რათა მოამზადონ თავისუფალი არჩევნები და თავიდან აიცილონ ქაოსი. ისინი აცხადებენ აგრეთვე, რომ მზად არიან საპროტესტო ძალებთან დიალოგისათვის.

ხოლო დემონსტრანტები მოითხოვენ გარდამავალი სამოქალაქო მთავრობის შექმნას.

კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად, დედაქალაქ ხართუმის ქუჩებში ათასობით ადამიანი რჩება.

XS
SM
MD
LG