Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც მანქანით დაეჯახა უკრაინის საელჩოსთან გაჩერებულ მანქანას

ლონდონში პოლიციელებმა დააკავეს კაცი, რომელმაც მანქანა დააჯახა უკრაინის საელჩოსთან გაჩერებულ მანქანას და შემდეგ სცადა პოლიციელებში შევარდნა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი და ტაზერი (ელექტროშოკის გამომწვევი იარაღი). დაკავებისას თავდამსხმელი არ დაშავებულა.

პოლიცია იუწყება, რომ ინციდენტი არ ითვლება ტერორიზმთან დაკავშირებულად და რომ დაზიანებულია უკრაინის საელჩოსთან გაჩერებული კიდევ რამდენიმე ავტომანქანა.

უკრაინის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ავტომანქანა ელჩს ეკუთვნის და რომ საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.

XS
SM
MD
LG