Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ქართული ენის გავრცელება-პოპულარიზაცია მევალება


პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, - განაცხადა 14 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა, ახალქალაქში ყოფნისას.

პრეზიდენტმა ილაპარაკა იმის შესახებაც, რომ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.

„ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივაც გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველასი ენა, როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი.

ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის. ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ, ე.ი. თქვენც, გააკეთოთ ის ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა და ამიტომ მე აქიდან დღეს, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელი არის, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე, დედაენის დღე აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG