Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მოითხოვს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე პარლამენტში გამოსვლას


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტისგან მოითხოვა სესიაზე გამოსვლა მოხსენებით, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებს და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში პირველადაა მიღებული გადაწყვეტილება, როცა სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას იყენებს და მოითხოვს პარლამენტის სესიაზე გამოსვლას, რაც მოთხოვნისთანავე უნდა დაკმაყოფილდეს.

ოფიციალურ ვებსიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევას, ამიტომ თავისი უფლებამოსილება გამოიყენა და 27 მარტს მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს კანონპროექტზე დასკვნის მომზადების თხოვნით.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასკვნა ჯერ არ წარმოუდგენია ვენეციის კომისიას, თუმცა, იურიდიულმა კომიტეტმა გადაწყვიტა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

პარლამენტში პროცესის ფორსირებულად წარმართვის გამო სახალხო დამცველი მოითხოვს სესიაზე მოხსენებით გამოსვლას და მზად არის უპასუხოს დეპუტატების შეკითხვებს.

სახალხო დამცველის წერილი უკვე გაგზავნილია პარლამენტში, სადაც უკვე ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. ნინო ლომჯარიამ ასევე მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG