Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ნოტრ-დამში ხანძარი თითქმის ჩამქრალია


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი თითქმის ჩამქრალია და დარჩენილია მხოლოდ ცალკეული კერები - ამის შესახებ დღეს დილით განაცხადეს პარიზის სახანძრო სამსახურში. მისი უფროსის, გენერალ ჟან-კლოდ გალეს თქმით, ახლა აუცილებელია ცეცხლით გავარვარებული შენობის გაგრილება.

პარიზის ნოტრ-დამს ხანძარი 15 აპრილს, საღამოს გაუჩნდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩა შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები.

პარიზის მერის, ანა იდალგოს ინფორმაციით, შენარჩულებულია ტაძრის საკურთხეველიც. როგორც მერმა თქვა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან შიშობდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG