Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პოლიცია: პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს ბრალი უნდა წაეყენოს სავარაუდო თაღლითობაში


ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს ბრალი უნდა წაეყენოს ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობაში.

პრაღის პროკურატურამ 17 აპრილს განაცხადა, რომ მიიღო პოლიციის გამოძიების დასკვნა ბაბიშის სავარაუდო კავშირზე 2 მილიონი დოლარის მოცულობის თაღლითობასთან. ახლა პროკურატურა გადაწყვეტს, აღძრას თუ არა საქმე ბაბიშის წინააღმდეგ.

საქმე ეხება ფერმას, რომელიც ევროკავშირის სუბსიდიებს იღებდა მას შემდეგ, რაც მისი მფლობელობა ბაბიშის კონგლომერატ „აგროფერტიდან“ გადავიდა ბაბიშის ოჯახის წევრზე.

სუბსიდიები გათვალისწინებული იყო საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის და „აგროფერტი“ მას ვერ მიიღებდა.

მოგვიანებით „აგროფერტი“ კვლავ დაეუფლა ფერმას.

XS
SM
MD
LG