Accessibility links

site logo site logo

თელავის საავადმყოფოში პანკისის ხეობაში დაშავებული 30 პაციენტი იმყოფება


პანკისის ხეობაში დღეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 30 ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიშვილის თქმით, მათგან 27 სამართალდამცველია, ერთი ჟურნალისტი და ორი სამოქალაქო პირი.

"აღენიშნებათ ძირითადი დაზიანებები თავის არეში. არის ზედაპირული დაზიანებები, ასევე - კიდურებზე. თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არაა", - განაცხადა ხათუნა ჭონიშვილმა.

დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება 45-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 40-ზ მეტ დაშავებულს მოემსახურნენ.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა "ხადორი 3"-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG