Accessibility links

site logo site logo

პანკისში დაპირისპირების ადგილას დაცვის პოლიციისთვის ჯიხურებს დგამენ


პანკისის ხეობაში, ბირკიანის თემის სოფელ ძიბახევში დაცვის პოლიციისთვის რამდენიმე ჯიხურს დგამენ. უფლებადამცველის, სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ჯიხურებს სავარაუდოდ, ღამის გასათენებლად უდგამენ.

21 აპრილს, სწორედ აქ მოხდა პირველი დაპირისპირება ჰესის "ხადორი 3"-ის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის. მოსახლეობის პროტესტი ჰესის მშენებლობის დასაწყებად კომპანია "ფერის" ტექნიკის გამოჩენას მოჰყვა.

შსს-ს მიერ პანკისის ხეობაში სპეცრაზმელების გაგზავნის შემდეგ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ჰესის მშენებლობით გამოწვეული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, მათ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG