Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-ს ორი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ


დსთ-ს სამიტი მოსკოვში. 2019 წ. 5 აპრილი.
დსთ-ს სამიტი მოსკოვში. 2019 წ. 5 აპრილი.

უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ერთია იმ ინფორმაციის გაუთქმელობა, რომელიც საბჭოსა საიდუმლო გამოგონებებთანაა დაკავშირებული, მეორე - ეკონომიკური კავშირის საერთო სტატისტიკური ბაზა.

პირველ დოკუმენტს 1999 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი. მასში მონაწილეობდნენ: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მაშინ მხარეებმა ვალდებულება იკისრეს, რომ „უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ცნობების გასაიდუმლოების რეჟიმს ყოფილ საბჭოთა კავშირში საიდუმლო გამოგონებების შესახებ“.

მეორე ხელშეკრულება 1995 წლის 10 თებერვლიდან მოქმედებდა. ის ითვალისწინებდა დსთ-ს სტატისტიკური კომიტეტის შექმნას და ეკონომიკური კავშირის საერთო სტატისტიკური ბაზის წარმოებას სახელმწიფოთაშორისი გაცვლისთვის.

უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რომელიც იყო ხელშეკრულებიდან გასვლის ინიციატორი, აღნიშნეს, რომ დოკუმენტი მოძველდა და „აღარ შეესაბამება დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობას“.

იანვარში უკრაინა უკვე გავიდა დსთ-ს ფარგლებში თანამშრომლობის სამი ხელშეკრულებიდან. 2018 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა, დაიწყოს დსთ-ს ყველა დამფუძნებელი ორგანოდან გასვლის პროცედურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG