Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთში დაიწყო გამოძიება თაღლითობასთან დაკავშირებული „მრავალი“ სავარაუდო დანაშაულის გამო


ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო გამოძიება თაღლითობასთან დაკავშირებული „მრავალი“ სავარაუდო დანაშაულის გამო, რომლებიც ეხება ევროკავშირის სოფლის რეგიონების განვითარების პროგრამას. პროგრამამ 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო ქვეყნის მასშტაბით იაფი სასტუმროების ქსელის შესაქმნელად.

პროკურატურის წარმომადგენელმა, რუმიანა არნაუდოვამ 24 აპრილს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდარ მანოლევის წინააღმდეგ, რომელიც თაღლითობის თაობაზე საქმეში მხოლოდ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

გენერალური პროკურატურის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან პოლიციას განკარგულება გასცა, შეამოწმოს ყველა იმ პროექტის რეგისტრაცია, რომელმაც 2007 წლის შემდეგ მიიღო დაფინანსება ევროკავშირის სოფლის რეგიონების განვითარების პროგრამიდან.

ევროკავშირის პროგრამის მიზანი იყო ბულგარეთის სოფელ რეგიონებში მცირე მდგრადი ბიზნესების და ტურიზმის სექტორში დასაქმების პირობების შექმნა. ყოველი პროექტისთვის ევროკავშირი 200 ათას ევროს გამოყოფდა. რადიო თავისუფლების გამოძიებამ ცხადყო, რომ მრავალ პროექტს, რომელმაც დაფინანსება მიიღო ევროკავშირის ამ პროგრამიდან, საერთოდ არ უმუშავია როგორც სასტუმროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG