Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის შტაბი: რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აგრესორია


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბში საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მისცეს უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი რეგიონების მცხოვრებთ.

ზელენსკის შტაბში განაცხადეს, რომ დროებით უკონტროლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების მიცემით რუსეთის ფედერაციამ აღიარა მისი, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ზელენსკის შტაბში მიიჩნევენ, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის მოსკოვის მოქმედება კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა რუსეთის, როგორც აგრესორის როლისა

არჩეული პრეზიდენტის შტაბში აცხადებენ, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას უფლებები საკუთარი მოქალაქეებისა, რომლებიც იძულებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე იცხოვრონ. ზელენსკის გუნდში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის და რუსეთზე დიპლომატიური და სანქციებით ზეწოლის გაძლიერების იმედი აქვთ.

24 აპრილს გამოქვეყნდა პრეზიდენტ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებნი. მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და მიზნად ასახელებს ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG