Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმება დაარღვია


პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის კოორდინირებული მუშაობის და 7 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის" და 6-ში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების მხარდაჭერის შეთანხმება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ეს პირობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია ჯერ მარნეულში, შემდეგ კი ჭიათურაში.

ბობოხიძის თქმით, მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ შეთანხმების ერთგულია და მხარდამჭერებს მოუწოდებს, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში ხმა მისცენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კანდიდატებს.

"ევროპულ საქართველოს" იმედი აქვს, რომ მის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებიც.

აკაკი ბობოხიძის განცადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია და ამიტომ, აუცილებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლური ოპოზიციური ძალების კოორდინირებული მუშაობა.

აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების შემდეგ იმსჯელებენ, თუ რატომ მოხდა შეთანხმების დარღვევა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მსგავსი პრეცედენტები თავიდან აიცილონ.

XS
SM
MD
LG