Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში გამოიცა ლათინურ ენაზე შესრულებული პირველი მონეტები


ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა 26 აპრილს მიმოქცევაში გამოუშვა ლითონის მონეტები, რომლებზეც წარწერები შესრულებულია ლათინური დამწერლობით. მთლიანობაში გამოიცა 7 სხვადასხვა დომინაციის მონეტა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ყაზახური ტენგე.

100 ყაზახური ტენგე ეკვივალენტურია 26 ამერიკული ცენტის.

ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გამოშვებული რკინის მონეტების დიზაინი დაამტკიცა ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა 20 მარტს, მას შემდეგ, რაც 30 წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა ნურსულთან ნაზარბაევმა.

ახალი მონეტები წონის მხრივ არაფრით გამოირჩევიან ძველებისგან, რომლებიც კირილიცაზე დაფუძნებული დამწერლობით იყო შესრულებული.

ნურსულთან ნაზარბაევმა 2017 წლის აპრილში გამოსცა დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა კირილიცაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტებისა და სახელწოდების ლათინური დამწერლობაზე გადაყვანას 2025 წლამდე.

1929 წელს საბჭოთა კავშირის დეკრეტით,ყაზახეთში არსებული არაბული დამწერლობა ჯერ ლათინურით შეიცვალა, 1940 წელს მოხდა რუსულ კირილიცაზე გადასვლა.

XS
SM
MD
LG