Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯში აქტივისტების ჩასვლას ხმაური მოჰყვა


დავით გარეჯში ჩასულმა აქტივისტებმა და მოქალაქეებმა, ერთ-ერთ ტაძართან, ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს, რასაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური მოჰყვა. ტაძართან მისვლის საშუალება მათ ქართველმა და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ მისცეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაციის მეტი ესკალაცია არ მოხდეს, ჩვენმა მესაზღვრეებმა გვთხოვეს, რომ გარკვეული ტერიტორია არ გადაგვეკვეთა და ვითვალისწინებთ ამ პოზიციას. ჩვენი მიზანია, რომ უბრალოდ სახელმწიფო იყოს უფრო ფხიზლად არა დაიძაბოს სიტუაცია“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG