Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსი ბაიკერების კოლონა არ შემოუშვეს


საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს რუსი ბაიკერების კოლონა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, უარის საფუძველია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "თ" ქვეპუნქტი. ამ პუნქტის განმარტება ასეთია: "თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ."

შსს-ს ინფორმაცით, ბაიკერების კოლონა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და უკან გააბრუნეს.

რუსული მედიით გავრცელებული ცნობებით, კოლონა 30-ზე მეტი ბაიკერისგან შედგებოდა. ისინი მიემგზავრებოდნენ სალონიკში, სადაც 1-2 მაისს შეკრება იგეგმება. რუსი ბაიკერების ინფორმაციით, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მოძრაობაც აუკრძალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG