1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გამართავს აქციას ღირსეული შრომისა და აქტიური სოციალური პოლიტიკის მოთხოვნით.
პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეები 17 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდეს სოციალური კონტრაქტი.
პროფკავშირების განმარტებით, კონტრაქტით სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური თანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.
პროფკავშირების ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და ხელი მოაწერონ კონტრაქტს, რომელსაც შემდეგ პრემიერ-მინისტრს გადასცემენ იმის საჩვენებლად, თუ რა საჭიროებები აქვთ დასაქმებულებს და უმუშევრებს.