Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პირველი სხდომა გამართა


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

საბჭო პირველად შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ახალი კანონმდებლობით გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. მან დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი სხდომა ტექნიკური ხასიათის იყო და პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს.

მისი ინფორმაციით, საბჭოს წევრებს გააცნო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა და ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია საბჭოს ამოქმედება.

გიორგი გახარიას თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყებისა, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და სათათბირო ორგანო, რომელმაც პრემიერს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებზე.

გახარიას ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი მსხილაძე.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG