რუსთავის ეპარქია უერთდება 2 მაისს რუსთავში პენიტენციური დაწესებულების აშენების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას. 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "რუსთავის მართლმადიდებელი ეპარქია და მისი მრევლი გამოთქვამს მტკიცე პროტესტს" რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ობიექტის - ციხის - მშენებლობასთან დაკავშირებით. ეპარქია მოუწოდებს ეკლესიის მრევლს, ქალაქში მცხოვრებ ყველა მოქალაქესა და დაინტერესებულ პირს მიმდინარე წლის 2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულში, ხუთშაბათს, საღამოს 17:00 საათზე საკუთარი პროტესტის გამოსახატად, სოლიდარობისთვის ავიდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ციხის მშენებლობა მიმდინარეობს.
ყველაზე პოპულარული
1