საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ და დამტკიცებულ კანონპროექტს საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. კანონი ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.“
პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.