Accessibility links

site logo site logo

ისრაელმა საჰაერო იერიშით უპასუხა ღაზიდან პალესტინელთა მიერ რაკეტების სროლას


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები დაუშინეს ღაზის სექტორს, მას მერე, რაც 4 მაისს პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზიდან რაკეტები ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან.

ისრაელის რადიოს ცნობით, სულ მცირე, 50 რაკეტა იქნა ნასროლი ნახევარი საათის განმავლობაში, ზოგი მათგანი - ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში. მრავალი რაკეტა განადგურებულ იქნა საჰაერო თავდაცვის მიერ. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენელთა ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად სამი პალესტინელი დაიჭრა.

კონფლიქტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც 3 მაისს ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა გასამხედროებული დაჯგუფება ჰამასის ორი წევრი. ჰამასი ღაზას აკონტროლებს. ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ გუშინდელი საჰაერო იერიში პასუხი იყო ღაზის მხრიდან სროლაზე, რის შედეგადაც ისრაელის ორი ჯარისკაცი დაიჭრა საზღვრის სიახლოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG