Accessibility links

site logo site logo

ეროვნულ კინოცენტრს გაგა ჩხეიძე უხელმძღვანელებს


ცნობილია ეროვნული კინოცენტრის ახალი დირექტორის ვინაობა - პოსტს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი, გაგა ჩხეიძე აიკავებს.

ფეისბუკის პირად გვერდზე გაგა ჩხეიძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის და გულშემატკივრებს ქართული კინოს წინსვლას ჰპირდება:

"გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას.
ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის".

გაგა ჩხეიძის წინამორბედი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პოსტზე ზურაბ მაღალაშვილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG