Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთში მყოფმა პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, გულები გაუხსნან მიგრანტებს


პაპი ფრანცისკე და ბულგარეთის პრეზიდენტი ბოიკო ბორისოვი (მარჯვნიდან მეორე)

პაპმა ფრანცისკემ ბულგარელებს მოუწოდა, გულები გაუხსნან მიგრანტებს. მისი თქმით, ქვეყანას, რომლიდანაც საკუთარი მოსახლეობა გაედინება ემიგრაციაში, კარგად უნდა ესმოდეს, რა ატოვებინებს ხალხს საკუთარ სამშობლოს.

ფრანცისკე ამ მოწოდებით გამოვიდა 5 მაისს ბულგარეთში ჩასვლისას. იქ ის შეხვდება ქვეყნის კათოლიკური თემის წარმომადგენლებს და მოინახულებს დედაქალაქ სოფიის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკს. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება.

ფრანცისკეს მოგზაურობას ყურადღებით აკვირდებიან კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების კონტექსტში. ფრანცისკე ცდილობს დაძლიოს ორ ეკლესიას შორის არსებული ისტორიული დაძაბულობა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო 2016 წელს კუბაში გამართული შეხვდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან, კირილესთან. მაგრამ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა გამორიცხა პაპთან ერთობლივი ლოცვის რაიმე შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG