Accessibility links

site logo site logo

ნატოს ხელმძღვანელი თურქეთშია, რუსეთის სარაკეტო სისტემის გარშემო უთანხმოების ფონზე


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 6 მაისს ანკარას სტუმრობს, ალიანსის წევრებს, თურქეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი უთანხმოების ფონზე თურქეთის გეგმის გამო, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შესყიდვას.

სტოლტენბერგმა 5 მაისს თუქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "ანადოლუს" უთხრა, რომ მხარს უჭერს თურქეთსა და აშშ-ის შორის დიალოგის გაგრძელებას რუსეთის S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემის გარშემო. თუმცა დასძინა, რომ ასევე ემხრობა მოლაპარაკებას თურქეთის მიერ აშშ-ის სარაკეტო სისტემა "პეტრიოტის" შესაძლო შესყიდვას - რითიც მიანიშნა, რომ შესაძლოა შეეცადოს თურქეთს შეაცვლევინოს პოზიცია S-400-სთან მიმართებით.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმეორებს, რომ თურქეთი უარს არ იტყვის S-400-სთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, ვაშინგტონის და ნატოს მხრიდან მზარდი ზეწოლის მიუხედავად. ვაშინგტონი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთი შესაძლოა გამოთიშონ F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამას. თურქეთი წევრია კონსორციუმის, რომელიც ამ თვითმფრინავებს აწარმოებს, და აგრეთვე მათი მყიდველიცაა.

როგორც სტოლტენბერგმა "ანადოლუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სამხედრო შესყიდვებზე გადაწყვეტილებებს ცალკეული ქვეყნები იღებენ, თუმცა, ალიანსის შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობა ნატოს ოპერაციებისთვის და მისიებისთვის ფუნდამენტური საკითხია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG