Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ეგრეთ წოდებულ საზღვარს კეტავს


სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერგნეთში
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ერგნეთში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შესახებ იუწყება. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 9 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების უსაფრთხოების მიზნით საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

„უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, 8 მაისის 20 საათიდან, დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება სახელმწიფო საზღვარზე“, - წერია განცხადებაში. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, გამშვები პუნქტები 10 მაისს დილის 6 საათზე გაიხსნება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დე ფაქტო ხელისუფლება და საოკუპაციო რეჟიმი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს კეტავავენ. გადაადგილება ხშირად იზღუდება რელიგიური და სახალხო დღესასწაულების დროს.

XS
SM
MD
LG