Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში "რუსთავი 2"-ზე შეტევას გამორიცხავენ


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, „რუსთავი 2“ რაღაც შეტევის სცენარს წარმოაჩენს მაშინ, როცა ტელეკომპანიაზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს.

„რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევებს, თუმცა შეუზღუდავი საშუალება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, რეალურ და მორალურ ფორმებს, მათ შორის ლანძღვა-გინება პირდაპირი ეთერის საშუალებით“ - უთხრა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის „რუსთავი 2“-ის მორიგი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება.

6 მაისს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიაზე შეტევის ახალი ფაზა იწყება, რის გამოც საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

გვარამიას ინფორმაციით, ტელეარხის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისა და გენერალური დირექტორისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 26 მილიონ ლარს.

ნიკა გვარამიას შეფასებით, ნინო ნიჟარაძის და მისი აბსურდული სარჩელის უკან დგას ხელისუფლება, რომელმაც მორიგი შეტევა წამოიწყო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და მთავარი მიზანია “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

XS
SM
MD
LG