Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიანმარში ამნისტიით გაათავისუფლეს „როიტერსის“ ორი ჟურნალისტი


მიანმარის ხელისუფლებამ ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლა „როიტერსის“ ორი ჟურნალისტი, რომლებსაც შვიდწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი სახელწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღევისაათვის.

ჟურნალისტები ვა ლონი და კეაუ სოე ოო 2017 წლის დეკემბერში დააკავეს მიანმარში მუსლიმების დევნის შესახებ მასალაზე მუშაობისას და მას შემდეგ 500 დღე დაყვეს საპატიმროში.

“როიტერსის“ მთავარი რედაქტორი სტივენ ადლერი მიესალმა ჟურნალისტების გათავისუფლებას და ხაზი გაუსვა სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, რომლის სიმბოლოდაც მისი კოლეგები იქცნენ. ვა ლონმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მუშაობის დაწყებას.

ვა ლონი და სოე ოო იძიებდნენ სამხედროთა მონაწილეობას ათობით მუსლიმის მკვლელობებში. ჟურნალისტური გამოძიება ბოლომდე იქნა მიყვანილი ჟურნალისტების დაკავების შემდეგ. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველების მონათხრობი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ. "როიტერსის" ეს ჟურნალისტური გამოძიება პრესტიჟული „პულიტცერის პრემიით“ დაჯილდოვდა.

XS
SM
MD
LG