ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები ამირან მელაძე. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 მაისს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ამირან მელაძე სოფლის განაპირას სატაცურს კრეფდა.
მელაძის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი.“
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამირან მელაძე ქართველ პოლიციელებს გადასცეს.