Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო გვენეტაძე თსუ-ს რექტორის მოადგილედ დაინიშნა


უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

თსუ-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ნინო გვენეტაძის გარდა რექტორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს - ნინო ოკრიბელაშვილი.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.

მაშინ მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროებოდა.

XS
SM
MD
LG