Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთი კვლავ ძლიერმა წვიმამ დააზარალა


თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 5 მაისს დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ 5 მაისს დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტში კალაპოტიდან გადავიდა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე სტორი, რომელმაც სოფელი ლეჩური დატბორა. ჩახერგილი და განადგურებულია თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმით მუშაობს და ყველა მეხანძრე-მაშველი ლეჩურშია მობილიზებული, რათა დახმარება აღმოუჩინოს სოფლის მცხოვრებთ, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაეტბორა.

კოკისპირულმა წვიმამ დააზარალა ახმეტის მუნიციპალიტეტიც. მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია და დატბორა სოფელები ბაბანეური, არგოხი, მაღრაანი და პანკისის ხეობა. სოფელ ჯოყოლოდან ომალოს მიმართულებით ჩახერგილია სამანქანე ხიდი.

მერის განცხადებით, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება.

ძლიერმა წვიმამ გასული კვირის ბოლოს დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფლის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG