Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ დასაქმდა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პარტია ქართულ ოცნებაში დასაქმდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია მიმინოშვილს პარტიაში კონკრეტული პოზიცია არ აქვს, თუმცა, ის ჯგუფთან ერთად მუშაობს პარტიის წევრების გადამზადებასა და ტრენინგების მომზადებაში.

მაია მიმინოშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს. დირექტორის თანამდებობიდან ის 2018 წლის სექტემბერში გაათავისუფლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

XS
SM
MD
LG