Accessibility links

site logo site logo

50 ათასი ხატი დაიბეჭდება წილხვდომილობის ღონისძიებების ფარგლებში


წილხვდომილობის ღონისძიებების ფარგლებში, ივლისის ბოლომდე 50 ათასი ხატი დაიბეჭდება.

ხატები უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გადაეცემათ. ხატების დასაბეჭდად 7 020 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს პარლამენტმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 12 მაისი გამოაცხადა. ამ დღისა და რამდენიმე თვეზე გაწერილი ღონისძიებების აღსანიშნავად საქართველოს მთავრობამ ჯამში 694 ათასი ლარი გამოყო.

ღონისძიებები გაიმართება თბილისსა და რეგიონებში: დაგეგმილია გამოფენები, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG