Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს მოსაზრების გამო, ევროკავშირს და აღმოსავლეთის პარტნიორების ქვეყნებს მოუწიათ განცხადების შერბილება

ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ექვსი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეარბილეს იმ სადღესასწაულო განცხადების მნიშვნელობა, რომლითაც ამ პარტნიორობის მეათე წლისთავი უნდა აღინიშნოს. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდავეთის ევროკავშირთან დაახლოებას, ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

რადიო თავისუფლებას წყაროებმა შეატყობინეს, რომ ცვლილება მოხდა აზერბაიჯანის უკმაყოფილების გამო, რომელსაც არ მოეწონა ის, რომ ტექსტში ნახსენები არ იყო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ტექსტი იგვე რჩება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განცხადებაზე ხელი ყველა მონაწილეს მოეწერა, მას მხოლოდ შეხვედრის ხელმძღვანელის, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინის დამოწმება ახლავს თან.

როგორც რადიო თავისუფლებამ შეიტყო, ტექსტზე მუშაობის პროცესში საქართველომ და უკრაინამაც გამოხატეს უკმაყოფილება, იმის გამო, რომ ტექსტი არ მოიცავდა რამდენიმე აღმოსავლელი პარტნიორის "ევროპული მისწრაფებების" აღიარებას ბრიუსელის მხრიდან. მაგრამ თბილისი და კიევი დათანხმდნენ ფორმულირებას, რომელიც უწინდელ ტექსტებში, მაგალითად აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთა განცხადებებში იყო მოცემული.

XS
SM
MD
LG