Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიმაკოვის ცენტრის ღონისძიება ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში გავიდა


ტელეკომპანია თრიალეთი
ტელეკომპანია თრიალეთი

"თრიალეთის" მოთხოვნა იყო, რომ რუსულ პროპაგანდას ადგილი არ უნდა ჰქონდა გადაცემის მსვლელობის დროს, რაზეც იდეის ავტორისგან თანხმობა მივიღეთ და რაც შესრულდა. აქედან გამომდინარე ,,თრიალეთის" ჟურნალისტებისთვის მიუღებელია ის რეაქცია, რაც საკითხმა გამოიწვია”, - აღნიშნულია ტელეკომპანია თრიალეთის განცხადებაში, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ტელეკომპანიის სტუდიაში გამართული ღონისძიების პასუხად, განმარტების სახით გავრცელდა.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერში გავიდა გადაცემა, რომლის წამყვანი იყო დიმიტრი ლორთქიფანიძე. დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემის იდეა ტელეკომპანია ,,თრიალეთს" შესთავაზა.

გადაცემაში მოწვეული იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. გადაცემის მიზანი იყო მათი დაფასება და საზოგადოებისთვის გაცნობა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის სულ ცხრა მონაწილეა ცოცხალი.

,,თრიალეთის" მოთხოვნა იყო რომ რუსულ პროპაგანდას ადგილი არ უნდა ჰქონდა გადაცემის მსვლელობის დროს, რაზეც იდეის ავტორისგან თანხმობა მივიღეთ და რაც შესრულდა. აქედან გამომდინარე ,,თრიალეთის" ჟურნალისტებისთვის მიუღებელია ის რეაქცია, რაც საკითხმა გამოიწვია.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" პოლიტიკა არის პროდასავლური, რაც ჩვენს ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებიდან და ტოქ-შოუებიდან ნათლად ჩანს.“- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, მათ ღონისძიება ტელეკომპანია “თრიალეთის” სტუდიაში გამართეს. პრიმაკოვის სახელობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას “თრიალეთის” ფეისბუკ გვერდი Live-ში გადასცემდა.

ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრი 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორია პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG