Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს


ცხინვალის იზოლატორიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის ორი მცხოვრები, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი გაათავისუფლეს. ისინი ქართველ სამართალდამცავებს დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

ისერგიშვილი და პატარკაციშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 მაისს კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულთა ოჯახების წევრების განცხადებით, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.

ცხინვალში მათი გადაყვანისთანავე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაიწყო მოლაპარაკება გათავისუფლების მოთხოვნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები ცხინვალიდან 13 მაისის საღამოს გაათავისუფლეს.

ისერგიშვილი და პატარკაციშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოსაკითხად გადაიყვანეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG