Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი მოითხოვს დამატებით 1,6 მილიარდ დოლარს მთვარეზე NASA-ს მისიისათვის


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს დამატებით 1,6 მილიარდ დოლარს კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ადმინისტრაციისათვის (NASA) 2024 წლამდე მთვარეზე ამერიკელების დასაბრუნებლად.

ტრამპმა 13 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ კონგრესს მიმართა დაფინანსების გაზრდის თხოვნით.

„ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით აღვადგენთ NASA-ს დიდებას და დავბრუნდებით მთვარეზე, მერე მარსი იქნება“, წერს ტრამპი.

კონგრესისათვის დაფინანსების გაზრდის თხოვნამდე თითქმის ორი თვით ადრე, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გამოაცხადა, რომ მიზნად იქნა დასახული, ოთხი წლია შემოკლდეს ვადა მთვარეზე ასტრონავტების დასაბრუნებლად.

მანამდე მიზნად ცხადდებოდა ასტრონავტების მთვარეზე ჩაყვანა 2028 წლისთვის - მას შემდეგ, რაც მთვარის ორბიტაზე გავიდოდა კოსმოსური სადგური „Gateway”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG