Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომუნიკაციების დასაცავად აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს აეკრძალა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის სარისკო უცხოური სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

ტრამპის განკარგულებაში არ არის დასახელებული უცხო ქვეყნების კომპანიები, რომლებიც აშშ-ს საფრთხეს უქმნიან, თუმცა, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი.“ ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. „ჰუავეი“ ამას უარყოფს.

დონალდ ტრამპის განკარგულება ეფუძნება კანონს საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას აშშ-ისთვის საფრთხის შემცველ ვითარებაში არეგულიროს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.

პრეზიდენტმა ტრამპმა ვაჭრობის სამინისტროს დაავალა 150 დღის განმავლობაში მოამზადოს განკარგულების აღსრულების გეგმა.

XS
SM
MD
LG