Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეცდომით განხორციელებულმა იერიშმა იმსხვერპლა სულ მცირე ცხრა პოლიციელი


ავღანეთში შეცდომით განხორციელებულმა საჰაერო იერიშმა იმსხვერპლა სულ მცირე ცხრა პოლიციელი, მათ შორის მეთაური. იერიში განხორციელდა პროვინცია ჰელმანდში, თალიბების წინააღმდეგ ბრძოლისას. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 14 პოლიციელი დაიჭრა 16 მაისს განხორციელებული ოპერაციისას. ჰელმანდის გუბერნატორ მოჰამად იასინის თანახმად, ინციდენტს იძიებენ. მისი პრესსამსახურის წარმომადგენლის, ომარ ზვაკის თქმით, ავღანეთში უცხოურმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები, რაც რეგიონში თალიბების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის ნაწილი იყო. თალიბანი იტყობინება, რომ ავიადარტყმები აშშ-ის ძალებმა განახორციელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG