Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონის საოლქო კომისიაში ოპოზიციის საჩივარი შევიდა


საღამოს 5 საათისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა.
საღამოს 5 საათისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის მტკიცებით, ზესტაფონის საკრებულოს წევრმა მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ფარულობის პრინციპი დაარღვია.

ბექა ონიანის მტკიცებით, საკრებულოს წევრმა 53-ე საარჩევნო უბანზე, კაბინაში შესვლის გარეშე, სიტყვიერი აგიტაციის ფონზე შემოხაზა სასურველი კანდიდატი.

"მაია ჩხეიძემ უბანზე განახორციელა ღია აგიტაცია და იმ მომენტში საარჩევნო უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა", - განაცხადა ბექა ონიანმა.

ოპოზიციის დამკვირვებელმა მომხდარი გააპროტესტა და ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა.

საღამოს 5 საათისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა. ზესტაფონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG