Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფეხბურთელები დააკავა


19 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, მინდვრიდან გასახდელში დაბრუნებული ფეხბურთელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, სავარაუდოდ, ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა ედებათ ბრალად, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ ფაქტის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა და არც ისაა ცნობილი, კონკრეტულად რომელი თამაში ან თამაშები იყო წინასწარ გარიგებული.

„ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტ გურამ რუხაძის განცხადებით, ის არ დასწრებია ბათუმში გამართულ შეხვედრას, რომლის შემდეგაც ფეხბურთელები დააკავეს, და მომხდარის შესახებ არაფერი იცის, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა კი უშუალოდ ოპერაციის დროს ფეხბურთელების დამკავებელთაგან მოისმინა, ერთი თვეა, ამათ დავდევთო.

ინტერნეტგამოცემა „რეკორდერის“ ცნობით, სუს-მა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით, „ვიტ ჯორჯიას“ წევრების გარდა, ლანჩხუთის „გურიის“ ორი მოთამაშეც დააკავა და დაკავებათა სერია კიდევ გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG