უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს პრეზიდენტის საზეიმო ფიცი დადო. ცერემონია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“ გაიმართა, სადაც ზელენსკი ფეხით მივიდა პარლამენტის წინ შეკრებილ მრავალრიცხოვანი მხარადამჭერებთან მისალმების შემდეგ.
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე, ერთგულების ფიცის წარმოთქმის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის ძალაუფლების სიმბოლოები გადაეცა.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ მზად არის ყველაფერზე, მზად არის დათმოს თავის პოსტი მშვიდობის დასამყარებლად. „მაგრამ არა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე“, - დასძინა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მოუწოდა კანონმდებლებს, რათა ორი თვის განმავლობაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები, ასევე გენერალური პროკურორი. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას უკრაინის პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უკრაინის ოთხი ყოფილი პრეზიდენტი, მათ შორის პეტრო პოროშენკო, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა.
ინაუგურაციას ესწრებოდნენ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.