Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს


გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს მას შემდეგ, რაც აქციონერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, დაეთხოვათ ორი კორესპონდენტი ვალენტინა მატვიენკოს შესახებ სტატიის გამო. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გლებ ჩერკასოვმა, რომელიც გამოცემის პოლიტიკურ მიმართულებას კურირებს. ისიც ტოვებს სამსახურს. ზოგიერთი თანამშრომელი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს გაზეთში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი და პოლიტიკური განყოფილების რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი გათავისუფლებული არიან ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამო.

მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატია 17 აპრილს გამოქვეყნდა. მასში სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული წყაროების მითითებით ნათქვამი იყო, რომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ შესაძლოა მაისში დატოვოს თანამდებობა და საპენსიო ფონდში გადავიდეს სამუშაოდ.

„კომერსანტის“ გერენალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ ჟელონკინმა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რედაქცია დაშორდა ივანოვსა და საფრონოვს, ვინაიდან მათ დაარღვიეს სარედაქციო სტანდარტები. კონკრეტულად რა დაარღვიეს ჟურნალისტებმა, მას არ დაუზუსტებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG