Accessibility links

უკრაინის უმაღლესი რადა ეწინააღმდეგება ზელენსკის კანონპროექტს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების თაობაზე


უკრაინის უმაღლესმა რადამ რიგგარეშე სხდომაზე არ შეიტანა დღის წესრიგში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში კორექტივების თაობაზე.

ზელენსკიმ წინადადება წამოაყენა, რომ უარი თქვან დეპუტატების არჩევაზე ერთმანდატიან ოლქებში, შენარჩუნებულ იქნეს დახურული პარტიული სიები და პარტიებისთვის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირდეს საარჩევნო ბარიერი.

რადაში გამოსულთაგან ბევრმა გაიხსენა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრეც კი არ მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა.

21 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უმაღლესი რადისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და 21 ივლისს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ. ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილება ახსნა პარლამენტისადმი მოქალაქეთა ნდობის დაბალი დონით, იურიდიულ მიზეზად კი დაასახელა საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობა. ზელენსკის გუნდში აცხადებენ, რომ კოალიცია დაიშალა არა ამ თვეში, როგორც ეს „სახალხო ფრონტმა განაცხადა 17 მაისს, არამედ 2016 წლის დამდეგს.

რიგი დეპუტატები აპირებენ პრეზიდენტის ბრძანებულების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ შორისაა უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრი პარუბი.

მიუხედავად ამისა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა დათანხმდა, გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები და უკვე ემზადება საამისოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG