Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის გამოცემაში შეიტანეს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

ვენეციის კომისიამ თავის პერიოდულ გამოცემაში შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული 5 გადაწყვეტილება.

მათ შორისაა 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის პირადი მოხმარებისათვის, როცა მოხმარების ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს, ან საჯარო ინტერესებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის გამოცემა აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG