Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 წლის გოგოს ადვოკატი:დავეთანხმები პატიმრობას


ქეთევან გაგოევი
ქეთევან გაგოევი

„მე შევათანხმე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან პოზიციები და ამ ეტაპზე ჩვენ, სავარაუდოდ, დავეთანხმებით ბრალდების პოზიციას, პატიმრობას“,- განაცხადა შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვანი გოგოს ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.მისი თქმით, დაკავებული იყენებს დუმილის უფლებას:.

ჩემთვის არ არის ცნობილი, რა ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ, ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას წარედგინა ბრალი და მან გამოიყენა დუმილის უფლება. საქმის მასალებს ვერ გავასაჯაროვებ. ჩვენ დღეს განსხვავებულ შუამდგომლობას არ დავაყენებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, დავეთანხმებით აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას“,- განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

გორის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს შვილის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG