Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ვალერი გელაშვილს ზარალი უნდა აუნაზღაურონ


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას დაეკისრა პარლამენტის ყოფილი წევრისთვის, ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ინფორმაციას ფეისბუქით ავრცელებს ადვოკატი კახა კოჟორიძე.

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნუნუკა კვანტალიანმა მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია“ - წერს კახა კოჟორიძე. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ მიიღო.

სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG