Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვით დაზარალებულებს სახელმწიფო მხოლოდ ბანკებთან შუამდგომლობას პირდება


სეტყვით დაზარალებულები გორის კულტურის ცენტრში
სეტყვით დაზარალებულები გორის კულტურის ცენტრში

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

კულტურის ცენტრში მინისტრთან შეხვედრა დაწყებიდან 10-15 წუთში დატოვა დაზარალებულთა უმრავლესობამ მას შემდეგ, რაც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპენსაციას ვერ გადაიხდის.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია სტიქიის შედეგად მოსავლის განადგურების გამო სახელმწიფოს კომპენსაცია აღარ გაუცია, რადგან მისი თანადაფინანსებით მოქმედებს აგროდაზღვევის პროგრამა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, აგროკრედიტების გადავადებაზე ბანკებთან შუამდგომლობაა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პაუხისმგებლობას იღებს მხოლოდ სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

გორში მინისტრის ჩასვლამდე, სეტყვით დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია ჯერ მუნიციპალიტეტის მერიასთან გამართეს და მოითხოვეს, რომ ზარალი სახელმწიფომ აანაზღაუროს. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხი ვერ მიიღეს, აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ, თუმცა, ადგილზე ლევან დავითაშვილის ჩასვლის შემდეგ, მასთან შეხვედრას დათანხმდნენ.

გასული კვირის ბოლოს მოსულმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG